არჩევნები 2024

არჩევნების დღეს გამოკვეთილი დარღვევები - სამი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიში

ცესკო

ორგანიზაცია, სამართლიანმა არჩევნებმა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) არჩევნების დღის სადამკვირვებლო პროცესზე შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა

ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომთაძემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოკვეთილ დარღვევებზე ისაუბრა.

"არჩევნების დღეს, ჩვენი სადამკვირვებლო მისია მოიცავდა, დაახლოებით 1500 დამკვირვებელს ქვეყნის შიგნით, სტატიკური და უბნის გარეთ პერიმეტრზე მყოფი დამკვირვებლები, ასევე მობილური ჯგუფები, ოლქის დამკვირვებლები და საზღვარგარეთ მყოფი სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები

ინფრომაცია რომელსაც გაწვდით, ეყრდნობა მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას". - თქვა ნინო ლომთაძემ

ISFED-ის თქმით, არჩევნების დღეს, სამართლიანმა არჩევნებმა გამოავლინა ისეთი ტიპის დარღვევები, როგორიც არის:

  • ბიულეტენების ჩაყრა;
  • ხმის მრავალჯერადი მიცემა;
  • ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბით მოსყიდვა;
  • დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება;
  • უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების და მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და მათი ნების კონტროლის ფაქტები.

ნინო დოლიძე აღნიშნავს, რომ არჩევნების დღე და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთობლივად უნდა შეფასდეს - ორგანიზაციის ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდზე ნეგატიურად იმოქმედა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვებამ, რაც ამომრჩეველზე ზეწოლისა და ამომრჩევლის ნების გამოხატვის ხელის შეშლის მცდელობას წარმოადგენს.

დოლიძის თქმით, გამოკვეთილ დარღვევებს, შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

"ISFED-ის შეფასებით, ამ დარღვევების ერთობლიობას, შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ არჩევნების დღე და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთობლივად უნდა იქნას შეფასებული არჩევნების დღის საბოლოო შეფასებისთვის - ამიტომ გამოვყოფთ წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე მიგნებას, რომელიც პირდაპირ კავშირშია არჩევნების დღის შეფასებასთან.

მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია მართველი პარტიის მხრიდან, ადმინისტრაციულ რესურსებზე უპირატესობა - ადგილი ჰქონდა, საარჩევნოდ მოტივირებულ არაერთ სოციალურ,ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურულ პროგრამას და  საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა, მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაში მონაწილეობას.

წინასაარჩევნო პერიოდზე, ნეგატიურად იმოქმედა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვებამ და დამუშავებამ, რაც წარმოადგენზე ამომრჩეველზე ზეწოლისა და ამომრჩევლის ნების გამოხატვის ხელის შეშლის მცდელობას". - თქვა ლომთაძემ

ISFED-ის ინფორმაციით, არჩევნების დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა "პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე".

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ:

  • საარჩევნო უბნების 9% არ იცავდა ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას;
  • საარჩევნო უბნების 9%-ზე გამოვლინდა მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • გამოვლინდა დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის, მათი დაშინების, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო უბნიდან გაძევების შემთხვევები;
  • რამდენიმე საარჩევნო უბანში გამოვლინდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები.

ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე ისაუბრა საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე გამოკვეთილი დარღვევების შესახებ

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს:

  • საარჩევნო უბნების 31%-ზე, გამოვლინდა ამომრჩევლთა აღრიცხვის შემთხვევები.
  • საარჩევნო უბანთა 11%-ზე, გამოვლინდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების და მუქარის ფაქტები.
  • საარჩვნო უბნების 13%-ის დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები.

არჩევნების დღეს გამოკვეთილი დარღვევების შესახებ, ასევე გაავრცელა განცხადება არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპულმა ქსელმაც (ENEMO)

ENEMO-ს  მტკიცებით, არჩევნების დღეს დაფიქსირდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევის და საჯარო სექტორის წარმომადგენლებზ ზეწოლის ფაქტები.

"საჯარო სექტორის წარმომადგენლებზე ზეწოლა და ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნოდ გამოყენების ფაქტები ფიქსირდება.

მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული ნარატივები, ინფორმაციის სწორხაზოვან მიწოდებას ხელს უშლიდა და ასევე, აბნევდა უშუალოდ ამომრჩევლების.

რიგ შემთხვევაში, დაფიქსირდა პირადობის მოწმობების ჩამორთმევა მოსახლეობის წევრებისთვის, მოწყვლად ჯგუფებზე ზეწოლის განხორციელება - ასევე, მოხდა ზეწოლას საჯარო სექტორის წარმომადგენლებზე, რომ დასწრებოდნენ საჯარო გამოსვლებს, ღონისძიებებს, რომელსაც მმართველი პარტია უძღვებოდა და ამ ყველაფერმა თავისი გავლენა იქონია საარჩევნო პროცესებზე". - თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა. [ტვ პირველის სინქრონული თარგმანი]

არჩევნების დღეს გამოკვეთილი დარღვევების შესახებ განცხადება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც გაავრცელა.

საია-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე და დაძაბულ გარემოში წარიმართა - ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათმა სადამკვირვებლო მისიამ ხმის მიცემის ძირითადი პროცედურების, მათ შორის მარკირების წესისა და ხმის ფარულობის დარღვევები აღრიცხა. 

საია აღნიშნავს, რომ სანდოობასთან დაკავშირებული ეჭვებისა და მარკირების პროცედურის დარღვევების ფონზე, საჭიროა, ცესკომ განმარტოს, "იმ პირობებში, როდესაც ვერიფიკაციის ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულია ამომრჩეველთა სრული სია, რა მექანიზმების გამოყენებით შეიძლება იმის დაზუსტებით თქმა, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება". 

კომენტარები