ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრი, თამარ კორძაია ცესკოსგან ითხოვს, რომ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ბაზა შეიქმნას, რათა მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, გადაამოწმონ, თუ სად მისცეს ხმა.
"მნიშვნელოვანია, ხალხთან ერთად დავიწყოთ კამპანია "გადაამოწმე შენი თავი, სად მიეცი ხმა" - ეს რომ გავაკეთოთ, ამისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ვითხოვთ, ვებგვერდის ადაპტირება მყისიერად მოახდინოს და შექმნას არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ბაზა - იმისთვის, რომ მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთარი თავი არჩევნებზე მიმსვლელ ამომრჩეველთა სიაში გადაამოწმონ. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველს უნდა შეეძლოს, შევიდეს და შეამოწმოს, თავად რომ იყო არჩევნებზე მისული და ხელი მოაწერა, იმ სიაში დადასტურებულად არის თუ არა.
ცესკოს მხრიდან ასეთი პროგრამული უზრუნველყოფა, ერთი მხრივ, იმას უზრუნველყოფს, რომ ამომრჩეველს მისი ნების გამოვლენის დადასტურების შესაძლებლობა ჰქონდეს და დარწმუნდეს, რომ მისი ხმა არ დაკარგულა, ან ხმა მის ნაცვლად სხვამ არ მისცა. მეორე მხრივ კი ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ მისი ხმა სხვამ არ გააყალბა". - თქვა კორძაიამ.





