პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში საუბრობს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე. დუდა პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნების გაყალბება მოხდა და საჭიროა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება.
"ვფიქრობ, რომ აუცილებელია საერთაშორისო გამოძიება, საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები, რათა დადგინდეს საქართველოში არჩევნების გაყალბების მასშტაბი, რადგან აშკარაა, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი" – ამბობს დუდა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს საქართველოში ჩამოსვლას, თუ ეს საჭირო გახდა.