თანხა, რომლის გადახდასაც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელევიზიები Google-ისგან მათი არხების YouTube-ზე დაბლოკვის გამო მოითხოვენ, ჯამში 2 სექსტილიონ რუბლს შეადგენს.
სექსტილიონს 36 ნული აქვს. 28 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ განაცხადა, რომ იგი განიხილავდა საქმეს "ძალიან, ძალიან ბევრი ნულით".
რუსულმა სასამართლომ Google-ს ჯარიმის გადახდა დააკისრა, ვინაიდან კომპანიამ არ დააკმაყოფილა სასამართლოს მოთხოვნა, აღედგინა რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიების არხები YouTube-ზე, მათ შორის, Первый канал, ВГТРК, НТВ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არხი Звезда და კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანის პირადი YouTube-არხი - ИП Симоньян М.С.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, თუ Google-ი უარს იტყვის აღნიშნული არხების აღდგენაზე, უმოქმედობის ყოველი დღისთვის 100-100 ათასი რუბლის გადახდა დაეკისრება, რომელიც ყოველ კვირას გაორმაგდება, სანამ კომპანია ნაკისრ ჯარიმას არ გადაიხდის. პროგრესული ჯარიმის რაოდენობა შეზღუდული არ არის.
როგორც წყარო ამას გამოცემა RBK-ს ეუბნება, სექტემბერში Google-ის მიერ გადასახდელი ჯარიმა თითქმის 13 დეცილიონ (33 ნული) რუბლს აღწევდა. ახლა კი, განაჩენის მიხედვით, ეს რიცხვი 2 სექსტილიონამდე გაიზარდა.