ხანძარი

ქუთაისში, ბაზარში ხანძარი იყო

ინფო იმერეთი

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი მედია, ინფო იმერეთის ცნობით, დამწვარია 13 ჯიხური, პროდუქცია კი 100%-ით განადგურებულია.

ერთ-ერთი დაზარალებული ინფო იმერეთთან საუბრისას ამბობს, რომ ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა და როცა ადგილზე მივიდნენ პროდუქცია უკვე დამწვარი იყო.

კომენტარები