უკრაინამ რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე სპირტის 2 ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი ავრცელებს.
პროსამთავრობო მედია Astra-ს ინფორმაციით, დრონების იერიშის შედეგად აფეთქებები მოხდა ეთანოლ სპირტის ქარხანაში. საწარმოზე ბოლო პერიოდში უკრაინამ მეორედ მიიტანა იერიში.
მეორე საწარმოზე იერიშის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი. გუსევის თქმით, ცეცხლმა დააზიანა სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები და ტექნიკა. რუსული მედიის ინფორმაციით მეორე საწარმო სპირტის ქარხანა ანინსკია.
აღნიშნულ ქარხნებში სპირტის გარდა იწარმოება საწვავი და ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებსაც რუსეთის ჯარი მოიხმარს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 28 ოქტომბრის ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 21 უკრაინული დრონი გაანადგურა.





