არჩევნები 2024

ყაველაშვილი: არავინ არავის აღარ მოეფერება, ნებისმიერ გადაცდომაზე ვიქნებით ძალიან მკაცრი

სალომე ზურაბიშვილის ქმედება თეთრი ძაფით ნაკერია, სად მიჰყავს - სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. არალეგიტიმურად გამოაცხადა არჩევნებიც, თავისთავად ხელისუფლებაც არალეგიტიმურად ცხადდება. თავად თქვა კიდევაც, რომ მე სალომე ზურაბიშვილი კი არ ვარ, მე ვარ ინსტიტუცია, დაირქვა უკვე სახელი, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციაა.

რა თქვა - მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ ჩვენ ვართ დღეს საქართველო, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და მოუწოდა ყველას, რომ 7 საათზე მობრძანდით და დავიწყოთ თითქოს მშვიდობიანი აქცია.

მე საქართველოს ხელისუფლებასაც მოვუწოდებ, ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი, არავინ არავის აღარ მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა, ნებისმიერ გადაცდომაზე, არაკანონიერ ქმედებაზე იმიტომ, რომ უკან დასახევი გზა არავის აქვს.

ჩვენ სამოქალაქო ომიც გამოვლილი გვაქვს, ურთიერთდაპირისპირება და შესწავლილი გვაქვს, იმიტომ ვერ მიაღწიეს ვერაფერს. საქართველოს საზოგადოება მომზადებულია, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში გავიმარჯვეთ.

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი TV იმედის ეთერში, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შესახებ. პრეზიდენტმა თქვა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მან დღეს, 19:00 საათზე აქცია დააანონსა და მოსახლეობას მოუწოდა, "ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთსაც გამოვუცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა".

კომენტარები