არჩევნები 2024

შარლ მიშელი: მოვუწოდებთ ცესკოს, დამოუკიდებლად გამოიძიოს საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მე ვაპირებ, საქართველო ბუდაპეშტში არაფორმალური ევროპული საბჭოს დღის წესრიგში შევიტანო.

ჩვენ ვითვალისწინებთ OSCE/ODIHR-ის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, რომ სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და გადაწყვიტონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები [დარღვევებზე].

ეს სავარაუდო დარღვევები აუცილებლად უნდა იყოს სერიოზულად გარკვეული და აღმოფხვრილი. ჩვენ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს მმართველობის მიმართ, რომ აჩვენონ მტკიცე ერთგულება ქვეყნის ევროკავშირის გზის მიმართ, ასევე ივნისსა და ოქტომბერში ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად.

კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის გასწვრივ ახლა უმთავრესია. 

ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და განსაზღვრავს მომდევნო ნაბიჯებს საქართველოსთან მიმართებით.

წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე.

კომენტარები