ქართველი ხალხი ღირსების დასაცავად 2012 წელს არ შეუშინდა რეჟიმს, ხომ გახსოვთ რა სისტემა იყო 80-იან წლებში, ამაზე მძიმე სისტემა იყო 2012 წლამდე. პირდაპირ კლავდნენ ადამიანებს. [...] ამასაც კი არ შეუშინდა ქართველი ხალხი და 2012 წელს გაისტუმრა რეჟიმი სახლში. ახლაც იმავე ტიპის არჩევნები იყო. ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ღირსება იყო დასაცავი. სხვათა შორის, 2012 წლის არჩევნებშიც ძლიერი გარე მხარდაჭერა ჰქონდა მაშინდელ სისხლიან რეჟიმს. ამასაც არ შეეპუა ჩვენი ამომრჩეველი, დადგა ღირსების დასაცავად და გაიმარჯვა.
[...] პრაქტიკულად გამეორდა 2012 წლის აქტივობა, რეალურად გამეორდა ის მობილიზაცია, რაც ჰქონდათ ქართული ოცნების მხარდამჭერებს 2012 წელს. გარე ჩარევას მათთვის, შესაბამისი სუბიექტებისთვის, რეალურად ჰქონდა უკუშედეგი.





