საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შუალედური ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში, 27 აგვისტოდან 7 ოქტომბრამდე პერიოდში, ძირითადმა პარტიებმა შემოწირულობების სახით ჯამში 17 734 472 ლარი მიიღეს.
ქართული ოცნება - 6 072 701 ლარი;
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 5 590 354;
ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის! - 5 107 258;
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 778 314;
გახარია საქართველოსთვის - 185 845.
ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემებით, ასე გამოიყურება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ძირითადი პარტიების ოფიციალური შემოწირულობები აგვისტო-სექტემბრის პერიოდში.





