პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა ერთი წლით გაგრძელდება. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა.
"ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვაქვს, რეფორმის ფარგლებში აიზომა მილიონნახევარი მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირდა მილიონი მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, მილიონზე მეტი ადამიანი გახდა მესაკუთრე, ყოველდღიურად იზომებოდა 3 500-4 000 მიწის ნაკვეთი.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც ბოლომდეა მისაყვანი, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების შესახებ, არიან მოქალაქეები, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს მიწის დარეგისტრირება და მათ ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ, 2025 წლის ბოლომდე დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები, მადლობა იუსტიციის მინისტრს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის" - თქვა კობახიძემ.
მიწის სისტემური რეგისტრაციის დაჩქარებული გეგმა მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წელს წარადგინა. პროგრამა 2024 წელს უნდა დასრულებულიყო.





