ზესტაფონში ელმავლის დაჯახების შედეგად მწყემსი დაიღუპა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 275-ე მუხლით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.