აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ ისაუბრა, რომლის ღირებულებაც 400 მილიონი დოლარია.
"ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, აშშ უკრაინის მხარდაჭერის ზრდას აგრძელებს. დღეს მსურს გამოვაცხადო პრეზიდენტის ახალი დახმარების პაკეტის, 400 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდებას მოხმარდება". - თქვა ოსტინმა Укрінформ-ის ცნობით.
აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკრაინის დედაქალაქში დღეს მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.
მედიის ცნობით, ოსტინი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრას გეგმავს.





