რუსული კანონი

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები რუსულ კანონს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ

REUTERS/Irakli Gedenidze

ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები რუსულ კანონს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ, ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ. დღეს, 17 ოქტომბერს რუსულ კანონს და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და 4 ფიზიკური პირის სახელით გავასაჩივრებთ. რუსული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვას და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება". - თქვა ქურდოვანიძემ.

რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ 28 მაისს მიიღო. კენჭისყრაზე 66-მა დეპუტატმა პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ მისცა ხმა. ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.

კომენტარები