რუსული კანონი

რეჟიმმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, რუსული კანონი ამოქმედდება

რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კენჭისყრაზე 66-მა დეპუტატმა პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ მისცა ხმა. ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.

3 დღის ვადაში კანონი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გაეგზავნება. ამჯერად მას ვეტოს გამოყენების უფლება არ აქვს. სალომე ზურაბიშვილს კანონზე ხელის მოსაწერად და მის გამოსაქვეყნებლად 5-დღიანი ვადა ექნება.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს არ გამოაქვეყნებს, ის ხელმოსაწერად გაეგზავნება პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელიც კანონს ხელს მოაწერს და 5 დღეში გამოაქვეყნებს.

რუსული კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო გუშინ, 27 მაისს დაძლია.

კომენტარები