არჩევნები 2024

კოალიცია ძლიერ საქართველოს იმედისა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს

IPN

კოალიცია ძლიერ საქართველოს ტელეკომპანია იმედისა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში საჩივარი შეაქვს. ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

"როგორც ჩანს, ხელისუფლების პანიკა, რომ არჩევნებში მარცხდება, მის მიერ კონტროლირებად მედიებსაც გადაედო. სამწუხაროდ, ტელეკომპანია იმედი და რუსთავი 2 საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლასაც აღარ ერიდებიან იმისთვის, რომ კოალიცია ძლიერი საქართველოს ხმა დაბლოკონ და ხელი შეგვიშალონ, საქართველოს მოქალაქეებს მთავრობის შესახებ სიმართლე ვესაუბროთ - სიმართლე, იმ დანაშაულების შესახებ, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა [...]

რასაც ახლა ვუყურებთ, არის უკანონო, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ცენზურა. მათ ყველა ნაბიჯი გადადგეს იმისთვის, რომ ჩვენი საარჩევნო რეკლამა დაებლოკათ. ეს კანონის წინააღმდეგ წასვლაა და დღეს ჩვენ 2 საჩივარს შევიტანთ: იმედისა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ". - თქვა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნო გარემო და თვითონ არჩევნები თავისუფლად ვერ შეფასდება, თუ ის თავისუფალ მედიაგარემოში არ ჩატარდება. 

კომენტარები