ქართველების გული ევროპისთვის ძგერს. ქუჩებსა და სკვერებში ახალგაზრდა ადამიანები აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს, როგორც თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოს. ჩვენ მათ გვერდით უნდა დავდგეთ. ქართველი დემოკრატები ჩვენგან ელოდებიან, რომ გაცილებით ხისტები ვიქნებით ოლიგარქების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ შეუძლებელია, კრემლთან გარიგება დადო და თან ევროპას დაუახლოვდე. შეუძლებელია, გააგრძელო ანტიდემოკრატიული კანონების წინ წაწევა და თან დაუახლოვდე ევროპას, შეუძლებელია, დააპატიმრო სააკაშვილი სამუდამოდ და თან დაუახლოვდე ევროპას. ცუდად შერჩეული სახელწოდების მქონე პარტია ქართული ოცნება საქართველოს რუსულ კოშმარში დაბრუნებით ემუქრება. ევროკავშირმა ხმა უნდა აიმაღლოს და დადგეს ქართველი დემოკრატების გვერდით
tbl.ge/6xee
დაკოპირდა

თქვა ფრანგმა ევროპარლამენტარმა, რაფაელ გლუკსმანმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას.
ევროკავშირი-საქართველოსაქართველო-ევროკავშირიევროპალრამენტიევროპარლამენტარებირაფაელ გლუკსმანიქართული ოცნება
ამავე თემაზე
- ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის, თუ მთავრობა შეცვლის კურსს - EU ოპოზიციას
- იუკნევიჩიანე: ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა, ადრე ეს თბილისი იყო
- მიუღებელია ქართული საზოგადოების შანტაჟი - საგარეო ევროპარლამენტის ანგარიშზე
- გორდულაძე: ევროკავშირის ბიუროკრატია ყველანაირი ევროპული საწყისისგან დაცლილია
- პაპუაშვილი რეზოლუციაზე: ევროპარლამენტი თავს იმკვიდრებს როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე




