პოლონელი ფერმერების პროტესტი უკრაინკს საზღვართან

პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვართან გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კვლავ გეგმავენ

ფოტო: Jakub Porzycki/Anadolu/picture alliance

პოლონელი ფერმერები უკრაინასთან საზღვარზე მედიკა-შეგინის გამშვები პუნქტის ბლოკადას კვლავ გეგმავენ. ინფორმაციას Європейська правда უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"პოლონური მხარის ინფორმაციით, ადგილობრივმა ფერმერებმა 2024 წლის 8 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მედიკა-შეგინის გამშევბ პუნქტთან შესაძლო აქცია დააანონსეს, კერძოდ, შესაძლოა დაიბლოკოს სატვირთო მანქანების გადაადგილება". -წერს სახელმწიფო საბაჟო სამსახური.

ბოლო ინფორმაციით, ამჟამად გადაადგილება შეფერხებული არ არის და საავტომობილო რეგისტრაცია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

Європейська правда-ს ცნობით, აქციის შესახებ ინფორმაცია პოლონური საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა, რაფაც მეკლერმა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ "მინდორზე მუშაობა დავასრულეთ და ახლა ჩვენი უფლებისთვის ვიბრძოლებთ".

კომენტარები