რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სანამ სლოვაკეთის პრემიერი ვარ, NATO-ში უკრაინის შესვლას არ დავუშვებ – ფიცო

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო
AP Photo/Petr David Josek

სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ თქვა, რომ NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და თავისი მმართველობის დროს არ დაუშვებს.

"სანამ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ვარ, ვუხელმძღვანელებ დეპუტატებს, რომლებსაც მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკურად ვაკონტროლებ, რომ NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას არასდროს არ დათანხმდნენ". - თქვა ფიცომ.

ფიცო ირწმუნება, რომ NATO-ში უკრაინის წევრობა მესამე ომის საფუძველი გახდება.

ამასთან, სლოვაკეთის პრემიერმა თქვა, რომ ევროკავშირში უკრაინის შესვლას ემხრობა, მაგრამ ეს კიდევ რამდენიმე წელი "გადაკეტილი გზა იქნება".

NATO-ს დამფუძნებელი ხელშეკრულების მიხედვით, ალიანსში ახალი წევრის მისაღებად ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. 

მანამდე, ფიცომ ასევე თქვა, რომ მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე წასვლას განიხილავს და არ დაუშვებს იმის დავიწყებას, რომ "თავისუფლება აღმოსავლეთიდან მოვიდა"

რობერტ ფიცო 2023 წლის წინასაარჩევნო კამპანი პრორუსული და ამავდროულად NATO-აშშ-სა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. მან პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს დაუჭერდა მხარს. ფიცოს გამარჯვების შემდეგ სლოვაკეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეწყვიტა და მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის.

კომენტარები