არჩევნები 2024

სოფელ კარდენახში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავს დაესხნენ

კადრები ვიდეოდან/ტვ პირველი

კახეთში, სოფელ კარდენახში, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრებს წინასაარჩევნო შეხვედრისას თავს დაესხნენ. დაშავებულია პარტიის რეგიონული ლიდერი, ლევან მეტრეველი.

როგორც მეტრეველი ამბობს, მას ორი პირი დაესხა თავს და ერთ-ერთი მათგანის ამოცნობა შეუძლია.

"მე ვიყავი ბოლო გამომსვლელი, დავამთავრეთ ეს შეხვედრა, ატყდა ჩოჩქოლი, მივედით ამბის გასარკვევად და თავს დამესხა ორი კუნთმაგარი ტიტუშკა. [...]

ახლა გავარკვევ, რა დაზიანებები მაქვს. როგორც ექიმმა, შემიძლია გითხრათ, რომ ტვინის შერყევის სურათი ნამდვილად არის, ჰემატომა ნამდვილად არის და ახლა ვნახავ თუ არის მოტეხილობა სახის ძვლების. [...]

მე თავს დამესხა ორი ადამიანი. ერთს ვერ ვხედავდი, ჩემგან მარჯვნივ იყო, მაგრამ ძირითადი აქტორი ვინც იყო, იმის ამოცნობა შემიძლია, ეს ვიდეოკადრები არსებობს". - უთხრა მან ჟურნალისტებს კლინიკაში შესვლამდე.

თავდასხმასთან დაკავშირებით ტაბულა კომენტარის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც ცდილობს.

კომენტარები