რუსული რეჟიმი

ტიპური, დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება იყო - პაპუაშვილი აშშ-ს სანქციებზე

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი განცხადებით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარატამენტის და აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტების მიერ იმ პირების დასანქცირებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში.

პაპუაშვილის თქმით, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ ზვიად "ხარება" ხარაზიშვილს და მისი ერთ-ერთ მოადგილის, მილერი ლაგაზაურის მიმართ დაწესებული სანქციები "ტიპური, დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება იყო". 

"რაც შეეხება ჩვენს პოლიციელებს, ის ბრალდებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ, არის უსაფუძვლო - ვერავინ ვერ ნახა ვერცერთი მტკიცებულება მათ წინააღმდეგ წამოყენებული პრეტენზიებისა, მათ არ მიეცათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არ მიეცათ დაცვის უფლეება, არცერთი რაიმე ფაქტი ან პრეტენზია თუკი აქვთ აშშ-ს არ გასაჯაროებულა.

ამიტომ, ეს იყო ტიპური, დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები