აფგან სადიგოვი

მიქელაძე: აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა.

მიქელაძის თქმით, აფგან სადიგოვის მეუღლემ, სევინჯს სადიგოვმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ აფგან სადიგოვს დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია. 

"უკვე 16 დღეა, რაც აფგან სადიგოვი, უკანონო პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ციხეში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. მეუღლემ პარასკევს მოინახულა ციხეში და გამიზიარა, რომ მას დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეუძლია - იმდენად სუსტადაა.

აზერბაიჯანში მეორე უკანონო პატიმრობის დროს ის 242 დღე შიმშილობდა, რა დროსაც წონაში 95 კგ-დან 40 კგ-მდე დაიკლო. მას განუვითარდა მძიმე დაავადებები და რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდა. საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანიც წინა წელს სწორედ სათანადო რეაბილიტაცია იყო. ხელახალი შიმშილობა მისთვის ძალიან რთულია და არავინ იცის, როგორ გადაიტანს ამ პროცესს მისი დასუსტებული ორგანიზმი.

ადამიანი ციხეში ჩააგდეს მაშინ, როცა აზერბაიჯანს, ჯერ ექსტრადიციისთვის შესაბამისი სისხლის სამართლის მასალებიც კი არ გამოუგზავნია და არც აფგან სადიგოვისთვის გადაუცია პროკურატურას". - წერს მიქელაძე სოციალურ ქსელში


3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.

4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა

24 აგვისტოს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ - დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც უჩიოდა.

7 სექტემბერს სადიგოვის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვმა მთავარ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ აფგან სადიგოვი "ციხეში სათანადოდ ვერ იკვებება და ფაქტობრივად შიმშილობს".

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო თემა საქართველოა, საკუთარ X-ზე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას აფგან სადიგოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

რაუფოღლუ: აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სწრაფად გაათავისუფლონ სადიგოვი

რაუფოღლუს თქმით,  სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა უთხრა, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას "სწრაფად" გაათავისუფლონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელმაც ქვეყანა თავის ნებით დატოვა და რომელიც გასულ კვირას თბილისში დააკავეს. 

კომენტარები