რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Kyiv Post: დონეცკში უკრაინელების იერიშს ჩრდილოეთ კორეის 6 ოფიცერი ემსხვერპლა

Kyiv Post

ინგლისურენოვანი უკრაინული მდია Kyiv Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშს ჩრდილოეთ კორეის 6 ოფიცერი ემსხვერპლა.

მედია დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ იერიში უკრაინელებმა ოკუპირებულ დონეცკში მდებარე სამიზნეზე 3 ოქტომბერს მიიტანეს, რასაც 20 სამხედრო ემსხვერპლა. მათი ცნობით, დაღუპულთა შორისაა 6 ჩრდილოეთკორეელი ოფიცერიც. წყაროები ამბობენ, რომ ისინი რუს კოლეგებთან თათბირობდნენ.

როგორც რუსულ სოციალურ მედიაში წერენ, იერიშამდე ცოტა ხნით ადრე რუსების განლაგებას ჩრდილოეთ კორეიდან სტუმრად ჩამოსული სამხედროები ეწვივნენ. 

გასულ წელს უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა, რომ ფრონტის ხაზზე ჩრდილოეთკორეელი სამხედროები, მათ შორის საინჟინრო ჯარების ოფიცრები იმყოფებიან.

2023 წელს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად ჩრდილოეთ კორეიდან მუშების ჩამოყვანას გეგმავს.

 

კომენტარები