მკითხეთ რა მთავრობის ბოლო საარჩევნო განცხადებებზე, ნება მიბოძეთ, ვთქვა ხმამაღლა და გარკვევით, რომ ევროკავშირი დაფუძნებულია რიგ ღირებულებებზე. ეს ღირებულებები საკამათო არ არის. ეს ღირებულებები ასახულია ხელშეკრულებებში. ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს ხალხი აირჩევს ახალ მთავრობას, რომელიც დაიცავს ამ ნორმებს. ნება მიბოძეთ, ვთქვა ძალიან ღიად, თუ საქართველო გახდება ერთპარტიული ქვეყანა, გახდება ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება საქართველოდან წასვლა, რათა იფუნქციონიროს, თუ ადამიანების საბაზისო უფლებები, უმცირესობების უფლებების ჩათვლით არ არის დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვერც დღეს ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის არასაკამათო პრინციპები, რომელსაც ყველა წევრი სახელმწიფო და ყველა მსურველი სახელმწიფო მკაცრად უნდა იცავდეს
ევროკავშირი-საქართველო
ჰერჩინსკი: საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ ოპოზიცია იქნება აკრძალული
tbl.ge/6x8z
დაკოპირდა

თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ამავე თემაზე
- რა წერია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში
- კობახიძე: ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ მისი მიზანი ჩვენი კეთილდღეობაა
- იოზვიაკი: 28 ნოემბერს ევროპარლამენტი საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას მიიღებს
- შიკორსკი: საქართველოს მეტის გაკეთება სჭირდება, რომ EU-სთან მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს
- ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხი განიხილება