3 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ვორონეჟის ოლქში მდებარე ბოსიგლებსკის სამხედრო აეროდრომზე მიიტანეს იერიში. ინფორმაცია გამოცემა Pravad.ua წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა გამოცემასთან თქვა, ღამე უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა აეროდრომზე, რომელსაც რუსეთის ჯარი СУ-35 და CУ-34 ტიპის თვითმფრინავების სადგომად იყენებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა რუსულ Telegram არხებში ვრცელდება ინფორმაცია აეროდრომზე თავდასხმის შესახებ.
მოგვიანებით მედიაში იერიშის ამსახველი რამდენიმე ვიდეო დაიდო.





