რუსეთში ყურანის დაწვისთვის დაკავებულ ნიკიტა ჟურაველს სახელმწიფო ღალატის მუხლით გაასამართლებენ.
გამოძიების ვერსიით 2023 წლის მარტში ჟურაველმა უკრაინულ სპეცსამსახურებს ვიდეოები გაუგზავნა, რომლებშიც სამხედრო ტექნიკის გადაადგილება იყო აღბეჭდილი.
ჟურაველს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 25-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ღალატში ბრალდებული უკვე 3.5-წლიან პატიმრობას "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის" კოლონიაში იხდის.
ნიკიტა ჟურაველი ვოლგოგრადში მას შემდეგ დააკავეს, რაც ახალგაზრდამ სოციალურ ქსელში ყურანის დაწვის ვიდეო გამოაქვეყნა.
დაკავებული ვოლგოგრადიდან ჩეჩნეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
2023 წლის აგვისტოს ხელშეკრულ ჟურაველს რამზან კადიროვის შვილმა, ადამ კადიროვმა გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემა. მოგვიანებით ცემის ვიდეო ჩეჩნეთის ლიდერმა საკუთარ Telegram-არხში გამოაქვეყნა.
ვიდეოს რუსეთში საზოგადოების ნაწილის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ჩეჩნეთის პროკურატურამ ფორმალურად საქმე აღძრა, თუმცა უმცროს კადიროვს, რომელიც იმ მომენტში არასრულწლოვანი (16 წლის) იყო უდანაშაულოდ ცნეს.