კელი კალაძეს: ერთ აქტორს თქვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, ვინ არის ბოროტმოქმედი?

თქვენ თქვენს დასავლელ მეგობრებზე ლაპარაკობთ. მე ამაყი ვიყავი, მეწოდებინა [მეგობარი] თქვენთვის. ერთი გარე აქტორი, რომელსაც ეს არასდროს უთქვამს, თქვენი მოქალაქეების მკვლელობასა და გატაცებას აგრძელებს და თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. და მაინც, ვინ არის ბოროტმოქმედი? 

ასე ეხმაურება X-ზე საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "[2012 წლამდე საქართველოს] დემოკრატიის შუქურას სტატუსს გარე აქტორები ტენიდნენ", ხოლო "12 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველო გააერთიანა, დარაზმა და მტკიცე უარი უთხრა სიცრუეს, ბოროტებას და ე.წ დემოკრატიის შუქურას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად". 

კომენტარები