დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ჯო ბაიდენმა ისრაელსა და ჰეზბოლას ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი
Eric Lee/The New York Times

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ისრაელსა და ჰეზბოლას ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ამის შესახებ ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

CBS-ის ჟურნალისტმა აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია ისრაელის მხრიდან ლიბანში შესაძლო სახმელეთო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით და რას ფიქრობდა ამაზე.

"მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ შეიძლება იცოდეთ. ჩემთვის უფრო მისაღებია, რომ ისინი გაჩერდნენ. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტას ახლავე უნდა მივაღწიოთ". - თქვა ჯო ბაიდენმა.

მოგვიანებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა დაადასტურა, რომ აშშ კვლავ მხარს უჭერს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტას. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს 21-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რომლის დროსაც ორივე მხარე შეაჩერებს თავდასხმებს და შესაძლებელი გახდება დიპლომატიური შეთანხმების მიღწევა.

კომენტარები