დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

WP: ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციას გეგმავს

ისრაელის საჰაერო იერიში სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებზე, 23 სექტემბერი, 2024
Aziz Taher/Reuters

გამოცემა Washington Post ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი ლიბანში შეზღუდული მასშტაბის სახმელეთო ოპერაციას გეგმავს, რომელიც მალე შეიძლება დაიწყოს.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ს ანონიმურმა მაღალჩინოსანმა მათთან საუბრისას თქვა, რომ ისრაელმა სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ აშშ-ს შეატყობინა. WP-ის თქმით, ამ ინფორმაციას მათი ისრაელელი წყარო ადასტურებს.

Washington Post-ის თანახმად, დაგეგმილი ოპერაცია 2006 წლის ლიბან-ისრაელის ომზე მცირე მასშტაბის იქნება და მიზნად ქვეყნების საზღვართან ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებასა და ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების წინაშე საფრთხის აღმოფხვრას ისახავს.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ასევე აღნიშნავს, რომ დღეს, 30 სექტემბერს, ისრაელმა ლიბანში მცირე მასშტაბის რეიდები ჩაატარა. 

კომენტარები