რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 69 რუსული დრონი და 2 რაკეტა გაანადგურა

Defense of Ukraine/X

28 სექტემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების 69 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 მართვადი რაკეტა გაანადგურა. 

რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 2 Iskander-M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა, 2 x-59/69-ის ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტა და Shahed-ის ტიპის 73 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.

ოკუპანტებმა უკრაინის რეგიონებზე იერიში ოკუპირებული ყირიმის, ზაპოროჟიეს, კურსკის, პრიმორსკო-ახტარსკისა და ორელის ოლქებიდან მიიტანეს. 

"სამხედრო-საჰაერო ოპერაციების შედეგად, X-59 და X-69 ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტები და მტრის 69 Shahed-ის ტიპის დრონი ჩამოვაგდეთ კიევის, ჩერკასის, ვინიციას, კიროვოგრადის, რივნეს, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, პოლტავას, ხარკოვის, ხერსონის, ოდესას და მიკოლაივის რეგიონებში. 1 დრონი რუსეთის მიმართულებით გაფრინდა, 3 კი უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა". - წერია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშში. 

საჰაერო სამიზნეების განადგურებაში მონაწილეობდა უკრაინის ავიაცია, საზენიტო ქვედანაყოფები, მობილური საბრძოლო ჯგუფები და რადიო ელექტრო ბრძოლის ძალები.

კომენტარები