არჩევნები 2024

აჰმედ იმამკულიევი ენმ-ს სიაში უნებართვოდ ჩასმის გამო აგინებს

აჰმედ იმამკლულიევი ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას მოუწოდებს, "სასწრაფოდ" ამოიღოს მისი სახელი კოალიციის საპარლამენტო სიიდან.

"ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანიათ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობას საპარლამენტო სიაში.

ვინც დაწერა ჩემი სახელი თქვენს საპარლამენტო სიაში და იფიქრა, რომ მე ამით შეურაცხყოფა მომაყენა ან ვითომ დამჩაგრავს, ის პირველ რიგში არის უპასუხისმგებლო არარაობა და დანარჩენი @&#%*+£!&, რასაც აქ საჯაროდ ვერ ვწერ" - წერს იმამკულიევი.

კოალიცია ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ ჯერჯერობით სიის პირველი 50 წევრი გაამჟღავნა. პარტიაში ამბობენ, რომ სრული საარჩევნო სია 155-კაციანია. პირველ 50-ეულში არ არის აჰმედ იმამკულიევი.

კომენტარები