უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს სენატის ორპარტიულ დელეგაციასთან შეხვედრა გამართა, სადაც მან უკრაინის "გამარჯვების გეგმა" წარადგინა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა Telegram-ზე დაწერა.
ამერიკელი სენატორების დელეგაციას დემოკრატი ჩაკ შუმერი და რესპუბლიკელი მიტჩ მაკკონელი უძღვებოდნენ.
გამოცემა Axios-ის წყაროების მიხედვით, შეხვედრაზე მთავარი ყურადღება ომში უკრაინის "გამარჯვების გეგმაზე" იყო გამახვილებული. ხოლო შეხვედრის შემდეგ ორივე პარტიის სენატორებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდეს, უკრაინას, აშშ-ს მიერ მიწოდებული შეიარაღებით, რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მიტანის საშუალება მისცეს.
ამასთანავე, ზელენსკიმ სენატორებს მიმართა, რომ უკრაინის "გამარჯვების გეგმის" ერთ-ერთი ნაწილი, რომელშიც აშშ-ს დახმარება შეუძლია, რუსეთზე დაწესებული სანქციების სისრულეში მოყვანაა.
ზელენსკიმ 18 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი "გამარჯვების გეგმა", რომლის მიზანიც უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ქვეყნის გაძლიერება და "გაყინული კონფლიქტის" თავიდან არიდებაა, კონსულტაციების შემდეგ მზადაა.