არჩევნები 2024

კობახიძე: უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ აფხაზეთის ომის კადრებს, მათ შორის, იუმორისტულად

მე მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ [აფხაზეთის ომის] კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის, იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს ზოგადად და რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022 წელს, 2023 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

[უკრაინის საგარეოს] განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ… მიუღებელი არის რაც ხდება უკრაინაში. რაც შეეხება ომისა და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული იმისათვის, რომ საზოგადოებამ გააკრთოს სწორი არჩევანი.

იმ სურათებზე არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად, სხვათა შორის.

თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების ახალ საარჩევნო ბანერებზე.

გუშინ, 27 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგების ამსახველი კადრების გამოყენება დაგმო. 

კომენტარები