ინდოეთი

ინდუისტური ფესტივალის აღნიშვნისას ინდოეთში 43 ადამიანი დაიხრჩო, მათგან 37 ბავშვია

 ჯიტია პარვის ინდუისტური ფესტივალი ინდოეთში
ANI Photo

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, 26 სექტემბერს ინდოეთის ბიჰარის შტატში ინდუისტური ფესტივალის აღნიშვნისას, სულ მცირე, 43 ადამიანი დაიხრჩო, რომელთაგანაც, სულ მცირე, 37 ბავშვია.

შემთხვევები ბიჰარის შტატის სხვადასხვა ნაწილში მაშინ მოხდა, როდესაც ხალხი ჯიტია პარვის ინდუისტურ ფესტივალს აღნიშნავდა. ამ დღესასწაულში დედები მონაწილეობას, მათი რწმენით, შვილების კეთილდღეობისთვის იღებენ.

"ხალხმა ბანაობის დროს ყურადღება არ მიაქცია სახიფათო წყლის დონეს როგორც მდინარეებში, ასევე ტბორებში". - განაცხადა ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა გამოცემა AFP-სთან საუბრისას. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო ფულადი კომპენსაციის სახით დახმარებას გაუწევს.

მსგავსი შემთხვევები ინდოეთში რელიგიური ფესტივალების დროს ხშირად ხდება. ერთი წლის წინ, იგივე ფესტივალის დროს 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 15 ბავშვი.

კომენტარები