რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდა

ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში, 2023 წლის 21 სექტემბერს 
AP Photo/Evan Vucci

უკრაინის პრეზიდენტის უწყების განცხადებით, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა.

"ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენსა და აშშ-ს უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის, რაც უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში ეხმარება". - წერია განცხადებაში.

უკრაინული მედია Ukrinform-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო და უკრაინის "გამარჯვების გეგმას" გაუსვა ხაზი. ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ აღნიშნულ გეგმას ისინი 26 სექტემბერს ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.

ზელენსკიმ 18 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი "გამარჯვების გეგმა", რომლის მიზანიც უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ქვეყნის გაძლიერება და "გაყინული კონფლიქტის" თავიდან არიდებაა, კონსულტაციების შემდეგ მზადაა. 

კომენტარები