რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს. დარტყმების შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი, 15 კი დაშავებული. ინფორმაციას დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვადიმ ფილაშკინის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქის ცენტრზე იერიში დრონებით მიიტანეს.
საჰაერო შეტევის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები, მაღაზიები და ავტომობილები.





