კობახიძეს ყველა შეხვედრა, რაც კი ჰქონია პრემიერობის პერიოდში, საქართველოსთვის ცუდად დამთავრდა. კარგია, რომ არ ხდება, ცუდი მაინც არაფერი მოხდება. ერთხელ შეხვდა და ევროკავშირში ინტეგრაცია გაგვიჩერეს, მეორე შეხვედრა იყო და ამერიკამ დაფინანსება გაგვიჩერა, მესამე იყო და, გერმანიამ და საფრანგეთმა დაფინანსება გაგვიჩერეს, მერე იყო და, ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მიიღეს გადაწყვეტილება. კარგია, რომ არ ხვდება. ზოგადად, კობახიძე ჩვენი პარტნიორებისთვის გაუქმებულია. ახლა ჩვენ უნდა გავაუქმეთ 26 ოქტომბერს ეს ადამიანი, რომ აღარ ვიყოთ აი ამ მძიმე ვითარებაში.
tbl.ge/6wvi
დაკოპირდა

თქვა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ
ამერიკის ხმის ექსკლუზიური ინფორმაციით, 25 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე, ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა.
ამავე თემაზე
- კობახიძე აშშ-ზე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ
- აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია
- აშშ-ს დელეგაციისთვის პატივი იყო შიო III-სთან შეხვედრა – საელჩო
- კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ
- გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – შიო III-მ სახდეპის წარმომადგენლები მიიღო




