კესარია აბრამიძის მკვლელობა

კესარია აბრამიძე დაკრძალეს

ტაბულა

თბილისში მოკლული ტრანსგენდერი ქალი, 37 წლის კესარია აბრამიძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიამდე ჯიქიას სახელობის სასაფლაოსთან მდებარე სარიტუალო დარბაზში გაიმართა მოკლულის სამოქალაქო პანაშვიდი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც მივიდა.

მანამდე, 19 სექტემბერს, მოქალაქეებმა და აქტივისტებმა მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის ხსოვნას პატივი პარლამენტთან მიაგეს.

ის სწორედ საკანონმდებლო ორგანოს მიერ ანტი-ლგბტ კანონის მიღებიდან ერთ დღეში, 18 სექტემბერს, საკუთარ სახლში, დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს.

აბრამიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 1998 წელს დაბადებული, 26 წლის ბექა ჯაიანი გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

20 სექტემბერს, ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დანაშაული, რომელიც ჯაიანს ედება ბრალად, 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები