განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ პოლიციელების სანქცირებაზე. შეგახსენებთ, რომ ესენი არიან ის პოლიციელები, რომლებმაც რევოლუცია აარიდეს თავიდან ჩვენს ქვეყანას უკვე ორჯერ, 2020 წლიდან მოყოლებული.
ასეთ დროს საზოგადოებას რომ უჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ უნდა ვინმეს მესამედაც სცადოს რევოლუციის მოწყობა და დაასუსტოს პოლიცია (ამას ვერ ეღირსებიან, რა თქმა უნდა), ეს დადებითად არ აისახება საზოგადოების დამოკიდებულებაზე კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ.





