რუსული რეჟიმი

ბოკუჩავა სანქციებზე: ქართველ ხალხზე ძალადობა, ისჯება მეგობრების მხრიდან და ისჯება მკაცრად

ეს არის მკაფიო გაფრთხილება აშშ-ს მხრიდან, პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლების მოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა, ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან და ისჯება ძალიან მკაცრად - მათ შორის, ფინანსური სანქციებით.

ივანიშვილმა უნდა გაიაზროს, რომ მისი პირადი გადარჩენის, ფინანსების გადარჩენის ერთადერთი შანსი არის 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება.

თქვა, კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გუშინ, 16 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო ხაზინამ "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა.

აშშ-ის ხაზინის მიერ დაწესებული სანქციების გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობდნენ.

კომენტარები