არჩევნები 2024

მაჭავარიანი ოცნების სიაზე: ყველა არის პატრიოტი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი

რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გაგვიხარდა, რომ ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. ის საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის მთავარი გარანტია. ახალი სახეებიც ვიხილეთ. ზოგადად, პირველი ოცეული პოლიტსაბჭოს მოქმედი წევრებისა და ახალი სახეებისგანაა დაკომპლექტებული. ამ ადამიანებს 3 ძირითადი თვისება აერთიანებს - ყველა არის პატრიოტი, კეთილსინდისიერი და თავისი საქმის პროფესიონალი. 

რაც შეეხება ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, რომლებზეც ოპოზიციამ სპეკულირება დაიწყო. ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენს ერს არაერთხელ სიამაყე მიანიჭა. ისინი პატრიოტიზმის, გამარჯვებისა და ქვეყნის სიყვარულის სიმბოლოები არიან და შესაბამისად, ეს ორი პიროვნება ჩვენს გუნდს ძალიან მოუხდა.

თქვა ქართული ოცნების საარჩევნო სიაზე საუბრის დროს მმართველი გუნდის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა.

ოცნებამ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა, რომლის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია. ასევე, პირველ ათეულში არიან ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

კომენტარები