არჩევნები 2024

ჯაფარიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სუბსიდიით სტუდენტებმა ბინის ქირაობა შეძლონ

დღეს ჩვენს სტუდენტებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ელემენტარულად ბინა იქირაონ [...] ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო სუბსიდიის მეშვეობით, თითოეულ სტუდენტს ბინის ქირაობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ავაშენებთ საერთო საცხოვრებლებს, რომ მათ ღამე მუშაობა აღარ მოუწიოთ - იმიტომ, რომ დღეს ქვეყანაში ღირსეული სამუშაო ადგილები არ არსებობს. სტუდენტებს ღამე მუშაობა უწევთ იმისთვის, რომ ქირის ფული გადაიხადონ. ეს ყველაფერი კი მათ ჯანმრთელობასა და აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. ჩვენ ეს პრობლემები უნდა დავასრულოთ და სტუდენტებს ღირსეული სტუდენტობა უნდა ჰქონდეთ. 

თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ.

კომენტარები