პარლამენტში 4 წელი ვმუშაობდი და იქ ქართული ოცნების მხრიდან არაერთი სპორტსმენი იყო, თუმცა, არცერთ მათგანს არათუ საერთოდ არაფერი გაუკეთებია, არამედ შემთხვევითაც კი არ დაუჭერიათ მიკროფონზე ხელი. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი 2 სპორტსმენი [ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი] ქართული ოცნების სიაშია. მაგრამ, რას ვიზამთ. ეს მოცემულობაა - მათთან ერთად დავამარცხებთ ქართულ ოცნებას 26 ოქტომბერს და ალბათ, მათთვის კარგი გამოცდილება და მწარე გაკვეთილი იქნება, რომ ხალხის სიყვარული არ უნდა გაანიავონ ხოლმე და არ უნდა დაახურდავონ მათთვის აბსოლუტურად გაუგებარ თანამდებობაზე.
tbl.ge/6wc0
დაკოპირდა

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. ოლიმპიური ჩემპიონები, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი გენო პეტრიაშვილი ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველ ათეულში არიან.
მოქალაქეებიპარტია მოქალაქეებიალეკო ელისაშვილიძლიერი საქართველოკოალიცია ძლიერი საქართველოქართული ოცნებალაშა ტალახაძეგენო პეტრიაშვილიარჩევნები 2024
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




