ლივერპულის მეკარე ირლანდიელი კაომინ კელეჰერი კლუბის დატოვებას გეგმავს. მიზეზი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი გახდა.
კელეჰერის თქმით, მას ლივერპულის პირველი ნომრის, ალისონის ჩანაცვლება ჰქონდა გეგმაში. თუმცა მამარდაშვილთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავის ადგილს კლუბში ვეღარ ხედავს.
"ვფიქრობ ნათლად განვაცხადე, რომ მომავალში ძირითად შემადგენლობაში თამაშს ვაპირებ, ერთი კვირა ალისონი, მეორე კვირა მე. როგორც ჩანს, ხელმძღვანელობამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო – კლუბმა კიდევ ერთი მეკარე შეიძინა. მე პირველ ნომრად თამაშის ამბიცია მაქვს, ეს ადრეც მითქვამს". – თქვა კელეჰერმა პრესკონფერენციაზე.
მამარდაშვილი ლივერპულის შემადგენლობაში 2025 წლის ზაფხულში გადავა. ამ ეტაპზე უცნობია ითამაშებს თუ არა ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში. კლუბის პირველი ნომერი ჯერჯერობით კვლავ ალისონია.
25 წლის კელეჰერი ლივერპულში 2019 წლიდან თამაშობს. მეკარეს სულ 15 მატჩი აქვს ჩატარებული. კელეჰერი ასევე ირლანდიის ნაკრების მეკარეა.