უკრაინა შვედეთისგან €400-მილიონიან სამხედრო დახმარების პაკეტს მიიღებს.
9 სექტემბერს შვედეთის მთავრობამ რიგით მე-17 სამხედრო პაკეტი წარმოადგინა რომლის ღირებულება 4.6 მილიარდ კრონას (401.6 მილიონი ევრო) შეადგენს.
ახალი დახმარების პაკეტი შეიცავს ჯავშანტრანსპორტიორ PBV 302-ის შემნიღბველ მოწყობილობებს, Robot System 70 ტიპის გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს.
პაკეტში ასევე არის მსხვილი და მცირე კალიბრის ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ყუმბართმტყორცნები, ჩაფხუტები და ზამთრის ტანსაცმელი.
გარდა ამისა, შვედეთი უკრაინას Combat Boat 90 მოდელის საბრძოლო კატერებს გადასცემს.
"მე-17 პაკეტით შვედეთი უკრაინის მხარდაჭერის ახალა ფაზაში შედის". – წერია მთავრობის განცხადებაში.





