აფხაზეთში ათასობით NGO არის, რომელიც ამერიკული ფულით ფინანსდება. ზოგიერთს, მაგალითად, USAID-ს თავის ვებსაიტზე, დოკუმენტებში მიზნად უწერია აფხაზეთის რეინტეგრაცია საქართველოში და კრემლის მავნე გავლენების შეჩერება. კრემლის მავნე გავლენა, როგორც ჩანს, ფულში გამოიხატება, რომელსაც ექიმებს, მასწავლებლებს, პენსიონერებს ვუხდით, ინვესტიციებში ვდებთ და ა.შ. სხვა სიტყვებით, ენჯეოშნიკები აფხაზი ახალგაზრდების კულტურული კოდის შეცვლას ლამობენ. საწყალი აფხაზეთის პრეზიდენტი კი იბრძვის, შეძლებისდაგვარად, თუმცა მას ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია. ბოლოსდაბოლოს, პრეზიდენტია, მეფე კი არა.
ყველაზე საშინელი რამ კი არის ის, რომ ამ NGO-ების თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ისინი ცდილობენ, რომ ახალგაზრდებს რუსეთისთვის ზურგი აქცევინონ და ამერიკისკენ მიმართონ.





