გერმანული მედია Deutsche Welle-ს ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტის დაგეგმვის აუცილებლობაზე ისაუბრა. შოლცი დარწმუნებულია, რომ ახლა, როგორც არასდროს საჭიროა „მშვიდობის მიღწევა“ და რომ უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტი აუცილებლად გაიმართება.
"მე მჯერა, რომ ეს არის მომენტი იმის განსახილველად, თუ როგორ შეგვიძლია მივაღწიოთ მშვიდობას უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ამჟამად ხდება" - უთხრა შოლმცა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-ს.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაღწიოთ პროგრესს" - თქვა მან და დაამატა, რომ "აუცილებლად იქნება კიდევ ერთი სამშვიდობო კონფერენცია".
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა ყველა მხარეს გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინაში მიმდინარე ომის მშვიდობიანი გადაწყვეტის მისაღწევად.
შოლცის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ მეორე სამიტში მონაწილეობის მისაღებად ამჯერად რუსეთიც უნდა მიიწვიონ.
უკრაინის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში მიმდინარე წლის 14-16 ივნისს ჩატარდა, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის ლიდერი დაესწრო მთელი მსოფლიოდან. რუსეთი პირველ სამვშიდობო სამიტზე არ დაუპატიჟებიათ.





