მარნეულის ერთ-ერთ სოფელში 55 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
არსებული ცნობებით, ცხედარი ეკუთვნის მამაკაცს, რომელიც მარნეულში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





