ნაციონალურ მოძრაობას ყოველთვის, ტრადიციულად ჰქონდა ძალიან მყარი პოზიციები და აქვს გლდანში. ეს, რა თქმა უნდა, დიდწილად მათ შორის არის სწორედ ირაკლი ეძგვერაძის დამსახურება.
ასევე ირაკლი ნადირაძის, რომელიც არის თბილისში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე და ძალიან აქტიურად არის ჩართული პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში მთელი თბილისის მაშტაბით.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ანგარიშსწორება, ეს ძალადობა, ეს შურისძიება ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენს საერთო საქმეში, რომელიც აუცილებლად დიდ წარმატებას მოუტანს არამხოლოდ ჩვენს პარტიას, არამედ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დაიღალნენ ამ მუდმივი დაპირისპირებით, ქაოსით, ძალადობით, რომელსაც მუდმივად თესავს ხელისუფლება და რომელთაც სურთ ცვლილებები. [...]
გარდაუვალია უბრალოდ ხელისუფლების დამარცხება და მე ვფიქრობ, რომ ასეთი მოქმედებები კიდევ უფრო ცხადყოფს იმ გარდაუვალ მარცხს, რომელიც ივანიშვილს ელოდება 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე.





