ეს არის ჭორაობა, სამარცხვინო ჭორაობა იმიტომ, რომ თუ ვინმეს ემუქრება საფრთხე ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციით, ეს რა თქმა უნდა გამორიცხული არ არის.
პირველ რიგში, ისტორიულად ვინ არის დაინტერესებული აქ რაღაცების არევაში - ეს არის რუსეთი.
[…] მაშინ ჩვენი კანონი აწესებს შემდეგ საქმიანობას, რომ ამ ადამიანს მთავრობის განკარგულებით უნდა დაენიშნოს სპეციალური დაცვა, სპეციალური დაცვის სამსახურის მხრიდან (კანონში ეს გაწერილია).
თუ სერიოზულად საუბრობ, მაშინ ამას მოსდევს ქმედებათა მთელი სერია.
როგორც ჩანს, ჩვენს წინაშე არ არის დაინტერესებული ჩვენი პრემიერი, რომ სერიოზულად მივუდგეთ ოპოზიციონერების უსაფრთხოებას.
ერთადერთი ადამიანი, ვინც უნდა იყოს უსაფრთხოდ მათი აზრით ქვეყანაში, არის ბიძინა ივანიშვილი - არც ირაკლი კობახიძე არ ღირს არაფრად, იმ შუშის ფარით, რომელიც იცავს ბიძინა ივანიშვილს.





